fbpx
architect:
Anka Chochia
client:
---
Terms:
6 month
project type:
Architecture
Area:
3200 Sq.M
date:
November 22, 2020

მოცემული პროექტი წარმოადგენს ინდივიდუალურ საცხოვრებელს სახლს, რომელიც მდებარეობს კოჯორში. 
საპროექტო ტერიტორია გამორჩეულია მისი ფართო მოცულობით და ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული ზონით.

იქიდან გამომდინარე , რომ ტერიტორიის მთავარ ღირებულებას მასზე არსებული ბუნება წარმოადგენს, გადავწყვიტეთ შენობა მაქსიმალურად დელიკატურად შერწყმოდა ბუნებრივ ლანდშაფტს, ისე რომ არ მოეხდინა მასზე რადიკალური ცვლილებები.

ვთვლით, რომ მაცხოვრებლის გამოცდილება და ემოციური კავშირი ტერიტორიასა და შენობასთან, წარმოადგენს მთავარ ღირებულებას ჩვენს არქიტექტურულ პროექტებში. ამის გამო, ყურადღება გავამახვილეთ ამ ემოციური კავშირების მოძიებასა და წინ წამოწევაზე. დამკვეთს შევთავაზეთ, სრულიად განსხვავებული გეგმარებითი, არქიტექტურული ხედვა და გადაწყვეტა რაც სტანდარტულ მიდგომას საცხოვრებელ სახლებზე, საწყისი წერტილიდანვე საგრძნობლად ცვლიდა. ამისდა მიუხედავად პროექტის არსი და ღირებულება სრულყოფილად შენარჩუნდა.

სახლში ცხოვრების გამოცდილება ორიენტირდა მის ვიზუალურ კომუნიკაციებზე ბუნებასთან. შენობის მთავარი ფასადის ორიენტირი სწორედ რეკრეაციული ზონა გახდა, ხოლო მისადგომად გამოვიყენეთ შენობის ყრუ ფრაგმენტი. მნიშვნელოვანი და ძირითადი საკომუნიკაციო არხები ბუნებასა და შიდა სივრცეს შორის დარჩა ღია და გამჭოლი.

ყოველდღიური აქტიური ზონა, განთავსდა შენობის პირველ სართულზე, რომელსაც პირდაპირი კომუნიკაცია აქვს გარე სივრცის ტერასებსა და მოსასვენებელ ზონებთან.