კომპანიის ისტორია და საქმიანობის სფერო

PARALLAX არის წამყვანი ბიზნეს კომპანია სამშენებლო ინდუსტრიაში რომელიც თავის მხრივ თანამშრომლობს ასზე მეტ ქართულ მცირე და მსხვილ სამშენებლო კომპანიასთან.
ჩვენ აგრეთვე წარმოვადგენთ ექსპერთთა ჯგუფს და ვეხმარებით კლიენტებს ცვლილებების განხორციელებაში მათი კომპანიის ფარგლებში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ მომხმარებლებს საინჟინრო ბიზნესის ყველა ასპექტში რაც გამოიხატება შესრულების ხარისხის ოპტიმიზაციაში და შესაძლებლობების განხორციელებაში. ჩვენ ამას ვასულებთ დიდი მისწრაფებით და მომავლის ხედვით, გამჭვირვალედ და მაღალი პროფესიონალიზმით.

ჩვენ სპეციალიზირებულები ვართ სხვადასხვა საინჟინრო დისციპლინაში და დამატებით განვითარებით სერვისებში რათა შევიმუშავოთ და ვაწარმოოთ ინტეგრირებული დიზაინის გადაწყვეტილებები პროექტის მიმდინარეობის ყველა სტადიაში.

იმისათვის რომ მომხმარებლის მოთხოვნილებები დავაკმაყოფილოთ სხვადასხვა მომართულებებით კომპანიას გაააჩნია სანდო კონტრაქტორები და პარტნიორები რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებზე საქართველოს ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ. ძირითადად ჩვენი მხარდჭერა და დახმარება გამოიხატება კონტრაქტორების მიზნების მისაღწევად და შესაბამისობაში მოსაყვანად არსებულ კანონმდებლობის მოთხოვნებთან პლიუს სიახლეებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, როგორიცაა:

• ISO 9001: 2000 – ხარისხის შესაბამისობის სტნდარტი
• ISO 14001: 2004 – გარემოს დაცვის სტანდარტი
• OHSAS 18001: 1999 – ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტი

“პარალლაქსი” არის ბეტონის დანამატებისა და საიზოლაციო საღებავების იმპორტიორი საქართველოში. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწეობს 2007 წლიდან. მას აქვს ექსკლუზიური უფლება საქართველოში ჩამოიტანოს და გაყიდოს მსოფლიოში ფართოდ ცნობილი კომპანიების GRACE, ISONEM, POLISAN პროდუქცია.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ბეტონის დანამატებს და სხვადასხვა ტიპის საიზოლაციო მასალებს.

ბეტონის დანამატები (პლასტიფიკატორები) აუცილებელი და უაღრესად საჭირო კომპონენტია ბეტონის წარმოებაში. ბეტონის დანამატები ბეტონს სძენს მრავალ დადებით თვისებას და ასევე მისი გამოყენებით შესაძლებელია ბეტონის წარმოებისას დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირება.

ბეტონის დანამატების გამოყენებით შესაძლებელია:

• სიმტკიცის გაუმჯობესება (ბეტონის მარკის ამაღლება)
• პომპისათვის საუკეთესო ბეტონის მიღება
• ბეტონის მახასიათებლების შენარჩუნება შორი გადაზიდვებისას (3სთ)
• ბეტონის გამყარების დაჩქარება
• სუფთა ბეტონის ნაკეთობის მიღება (ყალიბზე წასმით). ნაკეთობას არ ექნება ჩამონატეხი და ექნება სუფთა ზედაპირი
• ახლად დასხმული ბეტონის ზედაპირის დაცვა გარემოს ზემოქმედებისაგან (სიცხე, ნალექი)
• ზამთრის პირობებში ბეტონის გამყარების დაჩქარება
• ყინვამდეგობა
• ცემენტის ეკონომია გარკევული მოთხოვნიდან გამომდინარე

პარალლაქსი ახორციელეს პროექტებსა და საკონსულტაციო სერვისს შემდეგ სფეროებში:

1. სამშენებლო სექტორის მომარაგება იმპორტირებული სამშენებლო პროდუქციით
2. სტრუქტურული და სამოქალაქო ინჟინერია
2. გარემოსა და გეოტექნიკურ ინჟინერიაში
3. გეოდეზიურ სფეროში
5. კოროზიის კონტროლის სერვისში, რაც მოიცავს კათოდური დაცვის სისტემების ინსტალაციას, ოპერირებას და მონიტორინგს

ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურეობა

• სტრუქტუული საინჟინრო დიზაინი ბეტონსა და მეტალოკონსტრუქციებში,
• მიწის სამუშაოები და ექსკავაცია
• მიწის ნიადაგის გაუმჯობესება და სტაბილიზაცია
• გარე სამუშაოები
• მიწის, აკუმნულირებული წყლების სტრუქტურების და არმირებული გრუნტის დიზაინი
• დრენაჟებისა და ინფრასტრუქტურის დიზაინი და კოორდინაცია
• დაბინძურებული და ზედაპირული წყლების დრენაჟი
• გზების, სერვისული მოედნების, ავტოსადგომების და საცალფეხო ბილიკების დიზაინი და მშენებლობა
• სტრუქტურები დემონტაჟი და დროებითი სამუშაოების დიზაინი
• დაპროექტება
• საინჟინრო ნაგებობების,ხიდებისა და გვირაბების დაპროექტება, ტექნიკური დიაგნოსტიკა და ექსპერტიზა ურღვევი კონტროლის მეთოდების გამოყენებით, მათ შორის კოროზიული მდგომარეობის შეფასება
• კონსულტაცია

Syndicate content